ახალი აიათოლას ქართული კავშირები - რას აკეთებდა თბილისში ალირეზა არაფი?! - კვირის პალიტრა

ახალი აიათოლას ქართული კავშირები - რას აკეთებდა თბილისში ალირეზა არაფი?!

აშშ-ის სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ირა­ნის დრო­ე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­მოც­დი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და ხა­მე­ნე­ის თა­ნა­მო­აზ­რე - აია­თო­ლა არა­ფი აირ­ჩი­ეს. არა­ფი ლი­დერ­თა საბ­ჭოს იუ­რი­დი­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და. სამ­წევ­რი­ან ლი­დერ­თა საბ­ჭო­ში ასე­ვე შე­დის პრე­ზი­დენ­ტი მა­სუდ პე­ზეშ­კი­ა­ნი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ღო­ლა­მჰო­სე­ინ მოჰ­სე­ნი ეჯეი.

ვინ არის ალი­რე­ზა არა­ფი და რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს?

არა­ფი 1959 წელს, იეზ­დის ოს­ტა­ნის ქა­ლაქ მე­ი­ბოდ­ში და­ი­ბა­და. ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ოჯა­ხი­დან მო­დის და ირა­ნის თე­ო­ლო­გი­ურ და ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ათწლე­უ­ლე­ბი აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.

აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის დიქ­ტა­ტუ­რის დროს არა­ფის კა­რი­ე­რა სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. ხა­მე­ნეი მას “სწყა­ლობ­და“ - უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ალ­რე­ზა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი.

ხა­მე­ნე­ის თა­ნა­მო­აზ­რე ასე­ვე იყო ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა დღემ­დე მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს ირა­ნი­დან და უცხო­ე­თი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში.

სწო­რედ აქ იკ­ვე­თე­ბა ის სა­ქარ­თვე­ლოს­თან - ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტეტს, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც არა­ფი 2008-2018 წლებ­ში იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ლი­ა­ლი აქვს გახ­სნი­ლი და ყო­ველ­წლი­უ­რად ქვეყ­ნის სამ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში (ფო­ნი­ჭა­ლა) მარ­ნე­ულ­ში, გარ­და­ბან­სა და ახალ­გაზ­რდებს ში­ი­ტურ ის­ლამს, სპარ­სულ ენა­სა და ყუ­რანს ას­წავ­ლის.

ირა­ნუ­ლი ში­ი­ტუ­რი ალ-მუს­ტა­ფას სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის პრო­პა­გან­დის­თვის 2020 წლი­დან აშშ-ისა და 2022 წლი­დან კა­ნა­დის მი­ე­რაა სან­ქცი­რე­ბუ­ლი. 2025 წლის დე­კემ­ბერ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე ინ­ფორ­მა­ცია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სას­წავ­ლე­ბელს აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ოფი­სის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი აფი­ნან­სებ­დნენ. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წავ­ლე­ბელს არ აქვს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს აკ­რე­დი­ტა­ცია, თუმ­ცა თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რებ­თან.

ირა­ნუ­ლი სკო­ლე­ბის გახ­სნას­თან ერ­თად, ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სია "ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა შო­რის დი­ა­ლო­გის ის­ლა­მუ­რი ცენ­ტრე­ბის გახ­სნა­საც" მო­ი­ცავს.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის აქა­ურ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს შე­ე­ხე­ბა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ცნო­ბით­ვე, "ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა დი­ა­ლო­გის" ინი­ცი­ა­ტი­ვის გაგ­რძე­ლე­ბის სა­ხით 2013 წელს გა­მო­ი­ცა ჟურ­ნალ "სა­მეც­ნი­ე­რო აზ­რის" რამ­დე­ნი­მე ნო­მე­რი, რომ­ლის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის შე­მად­გენ­ლო­ბაც ალ-მუს­ტა­ფას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, მათ შო­რის, სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "სა­მეც­ნი­ე­რო აზ­რის" ერთ-ერთი ნომ­რი­დან ირ­კვე­ვა, ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მო­ჰა­მად­რე­ზა ქა­ლან ფა­რი­ბა­ია. სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის აღ­წე­რის ნა­წილ­ში კი ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ჟურ­ნა­ლი პრო­ფე­სო­რი ალი­რე­ზა არა­ფის მზრუნ­ვე­ლო­ბით იბეჭ­დე­ბა."

ზუს­ტად იმ ალი­რე­ზა არა­ფის, რო­მე­ლიც ხა­მე­ნე­ის მოკ­ვლის შემ­დეგ ირან­ში ლი­დე­რე­ბის დრო­ე­ბი­თი საბ­ჭოს იუ­რისტ წევ­რად აირ­ჩი­ეს.

განაგრძე კითხვა