"ქუვეითმა სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო" - ამერიკული სარდლობა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო.
„სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"