"ხამენეის ამბავი რომ გავიგე, ტკბილად ჩამეძინა და სიზმარში გამომეცხადა ზვიგენის საქმის მოსამართლე ქალი და ყურში ნაზად მიჩურჩულებდა..." - მიხეილ სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ხამენეის ამბავი რომ გავიგე, ტკბილად ჩამეძინა და სიზმარში უცებ გამომეცხადა ზვიგენის საქმის მოსამართლე ქალი და ვითომ ყურში ნაზად მიჩურჩულებდა :"ჩემო მიშიკო ხომ ნახე რეები ხდება, ხოდა ზვიგენის საქმის განხილვა ასეთი დიდი ხნით იმიტომ გადავდე, რომ მანამდე ან ზვიგენი მოკვდება ან მისი პატრონიო".
ბატბიძიინა მიხედე მაგ ქალს ან სიზმარში რატომ მეჭრება, ან ასეთ რამეებს რატომ ლაპარაკობს? საერთოდ ქალი უნდა იყოს ბუტკაში და ზვიგენი ოკეანეში", - წერს სააკაშვილი.