კატარი ირანს ემუქრება - "ჩვენზე თავდასხმა ვერ დარჩება უპასუხოდ და ირანმა ფასი უნდა გადაიხადოს" - კვირის პალიტრა

კატარი ირანს ემუქრება - "ჩვენზე თავდასხმა ვერ დარჩება უპასუხოდ და ირანმა ფასი უნდა გადაიხადოს"

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯიდ ალ ანსარიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა ვერ დარჩება უპასუხოდ და ფასი უნდა იქნას გადახდილი.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დოჰას არ აქვს კონტაქტი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან ფოკუსირებულია ქვეყნისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

„მოცემული მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაკავებულები ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვით“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა