"ირანთან დაკავშირებით კირ სტარმერით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან იმედგაცრუებულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერით, რომელმაც, მისი თქმით, მას დიეგო-გარსიას ბაზის ირანზე დარტყმების განსახორციელებლად გამოყენებაში ხელი შეუშალა.
The Telegraph-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაპირველი უარი აშშ-ის ძალებს ჩაგოსის კუნძულების ბაზის გამოყენების ნებართვაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობისთვის უჩვეულო იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, კირ სტარმერს ძალიან დიდი დრო დასჭირდა გადაწყვეტილების შესაცვლელად.
„ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის კანონიერებაზე ღელავდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც გამოცემა წერს, დიეგო გარსიას გარშემო არსებულმა დავამ პრეზიდენტი აიძულა, უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის საკამათო ჩაგოსის შეთანხმების მხარდაჭერაზე, რომელიც ითვალისწინებს ინდოეთის ოკეანეში ამ ტერიტორიის საკუთრების უფლების გადაცემას მავრიკისთვის და მის ნაცვლად სამხედრო ბაზის იჯარის წესით მიღებას.
„უცებ [მავრიკიმ] საკუთრება მოითხოვა. მას უნდა ებრძოლა და ეს ტერიტორია საკუთრებაში მიეღო. ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით კირით“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, სტარმერი ყოველთვის უნდა დათანხმებოდა აშშ-ს მიერ დიეგო-გარსიას გამოყენებას, რადგან ირანი პასუხისმგებელია მისი ქვეყნიდან უამრავი ადამიანის მკვლელობაზე.
"ინტერპრესნიუსი"