სასამართლომ ვერ დაასაბუთა ვერცერთი - ორგანიზებული დანაშაული, წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი მოქმედებები - რას აცხადებს ანდრო ჭიჭინაძის ადვიკატი
ორგანიზებული დანაშაული, წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი მოქმედებები, ჯგუფურობა, ვერცერთი მათგანი სასამართლომ ვერ დაასაბუთა , - ამის შესახებ მსჯავრდებულ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა, სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის დროს, "არგუმენტებით ჩანდა, როგორც მართლმსაჯულების ჩარჩოებს მიღმა განხილვა, ისე პოლიტიკური მოტივი, რომელიც მთელი 9 თვის განმავლობაში იგრძნობოდა".
"სიმართლე და ძალა, რომელიც აქვთ სინდისის პატიმრებს, ადვოკატებს ერთი თავით მაღლა გვაყენებს ყოველთვის სასამართლოსთან და პროკურატურასთან მიმართებით.
რაც შეეხება [საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის] გადაწყვეტილების კრიტიკას, ცალსახად სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც გამოტანილია რთულია, რომ ეს დასაბუთებად მივიჩნიოთ, მათ შორის მუხლის გადაკვალიფიცირების ნაწილში, მათ შორის, ბრალის ფორმულირების ნაწილში, რადგან არცერთი გარემოება, რომელიც წესით უნდა დასტურდებოდეს, როგორიც არის - ორგანიზებული დანაშაული, წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი მოქმედებები, ჯგუფურობა, ვერცერთი მათგანი სასამართლომ ვერ დაასაბუთა.