"ერთი კი არა, სამი ამერიკული "არწივი" ჩამოუგდიათ ... - კვირის პალიტრა

"ერთი კი არა, სამი ამერიკული "არწივი" ჩამოუგდიათ ...

ქუვეითის ცაში თურმე ერთი კი არა, არამედ სამი ამერიკული ორადგილიანი F-15E Strike Eagle ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოუგდიათ „მეგობრული ცეცხლით“... ქუვეითელ მეზენიტეებს!

პირველი ამერიკული დანაკარგი - ვინ ჩამოაგდო "არწივი"?!

პენტაგონს სანუგეშოდ ისღა დარჩა, ეცნობებინა, რომ სამი „არწივის“ ეკიპაჟების ექვსივე წევრმა (მათგან ერთი ქალია) მოასწრო კატაპულტირება და ცოცხალი გადარჩა...

ანუ რაც ვერ შესძლო ირანის საჰაერო თავდაცვამ, როდესაც ეს ამერიკული „დამრტყმელი არწივები“ საჰაერო იერიშებს ახორციელებდნენ ირანის ციდან, შესძლეს ქუვეითელმა სამხედროებმა და დიდი ალბათობით სწორედ ამერიკული საზენიტო რაკეტების გამოყენებით!

ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმ უდიდეს პრობლემაზე, რაც აშშ-სა და ქუვეითის სამხედრო უწყებების კოორდინირებულ მოქმედებებში გამოვლინდა-იმის შიშით, რომ იგივე არ განმეორდეს არა მარტო ქუვეითის,არამედ ბაჰრეინისა თუ საუდის არაბეთის ცებშიც, ამერიკულმა საბრძოლო ავიაციამ შეიძლება დროებით მნიშვნელოვანდ შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს საბრძოლო გაფრენები ირანისკენ, რადგან უკან დაბრუნებულებს „მეგობრული ცეცხლი“ შეიძლება ისევ მოკავშირეებმა გაუხსნან, რადგან ამერიკულ „არწივები“ ირანიდან გამოფრენილ „შაჰიდებში“ კვლავ აერიოთ...

ასე, რომ რამდენიმე წუთში აშშ-ის ბიუჯეტმა 300 მლნ დოლარის ზარალი ნახა,რადგან თითოეული F-15E Strike Eagle-ის ფასი მოდერნიზაციის შემდეგ 100 მლნ დოლარს სცდება ...