„თვალცრემლიანი იყო დარბაზი და ყველა ადამიანი სცენაზე, თუ სცენის მიღმა“ - ემოციური კონცერტი, რომელიც ანრი ჯოხაძემ გარდაცვლილ დედას მიუძღვნა
რუსთაველის თეატრი-ს სცენაზე განსაკუთრებული საღამო შედგა - მაყურებლის წინაშე გამოვიდა ანრი ჯოხაძე, რომელმაც თავისი კონცერტი გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.
საღამო სავსე იყო ემოციით, სითბოთი და გულწრფელი მონოლოგებით. არტისტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დედა მის ცხოვრებაში მთავარი ძალა, შთაგონება და მხარდაჭერა იყო. სცენიდან გაჟღერებული თითოეული სიმღერა თითქოს პირადი აღსარება და სიყვარულის საჯარო აღიარება გახდა — იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მისი ცხოვრების და კარიერის გზა განსაზღვრა.
„დღევანდელი კონცერტი, ემოციურად ძალიან რთული იყო ანრისთვის, მისი და-ძმისა და ოჯახის წევრებისათვის. თვალცრემლიანი იყო დარბაზი და ყველა ადამიანი სცენაზე, თუ სცენის მიღმა.დღეს, ყველა სიმღერა, ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასათვის საყვარელ რუსუდან ჩხაიძეს მიეძღვნა !“ - წერს ბაბი კირკიტაძე