როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს რომი შნაიდერის ერთადერთი შვილი, რომელიც ახლა 43 წლისაა
რომი შნაიდერმა კინოს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, თუმცა მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. როგორც ცნობილია, მსახიობის მთავარი სიყვარული ალენ დელონი იყო. ისინი მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც შნაიდერი უკვე წარმატებული მსახიობი იყო, დელონი კი მაშინ იწყებდა კარიერას.
რომი შნაიდერმა მსახიობობა 17 წლის ასაკში დაიწყო და მალევე სტილის ხატადაც იქცა, რომელიც უამრავ ქალს შთაგონებას აძლევდა.

ალენ დელონთან ურთიერთობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იგი დელონს თავის ცხოვრების მთავარ მამაკაცად თვლიდა და გამორჩეულად უყვარდა. თუმცა, მათი სიყვარულის ისტორია წარმატებით ვერ დასრულდა. ალენი ერთგულებით არასოდეს გამოირჩეოდა და შნაიდერთან ურთიერთობაც სწორედ მან დაასრულა. ეს კი მსახიობისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.
რომი შნაიდერი შემდეგ გერმანელ რეჟისორზე, ჰარი მაიენზე დაქორწინდა და მასთან ვაჟი შეეძინა. თუმცა, ეს ქორწინება განქორწინებით დასრულდა. სამწუხაროდ, მსახიობის ვაჟი 14 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ჰარი მაიენთან განქორწინების შემდეგ შნაიდერმა პირად ასისტენტთან, დანიელ ბიაზინისთან დაიწყო ურთიერთობა, რომელთანაც ქალიშვილი სარა შეეძინა. ეს რომანიც წარუმატებელი აღმოჩნდა. რომი ცდილობდა, მის ცხოვრებაში არსებულ ტკივილებს როგორმე გამკლავებოდა, მაგრამ 1982 წლის 19 მაისს გული გაუჩერდა.