საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება, რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს - კვირის პალიტრა

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება, რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ხორციელდება.

საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შედეგად, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანია, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას გარკვეული მუხლები დაკორექტირდა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი სახეები განისაზღვრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა - 200 ლარით დაჯარიმებას.

ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. გააგრძელეთ კითხვა