"მაგ პატარა შავ კაცს კი ვიცნობდი... საქართველოში შარიათის კანონის დამკვიდრებას მთავაზობდა" - მიხეილ სააკაშვილი ირანის ყოფილ პრეზიდენტ აჰმადინეჟადიზე
"უი ირანის ყოფილი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი მოუკლავთ. მაგ პატარა შავ კაცს კი ვიცნობდი - ერთხელ ნიუ-იორკში შეხვედრისას ლექცია წამიკითხა შარიათის კანონის უპირატესობებზე და საქართველოში დამკვიდრებას მთავაზობდა", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ეუჰ არ დასცალდა საბრალოს, ისე ირანში რომ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით ხამენეისთან შეხვედრაზე უარი ვთქვი და მხოლოდ პრეზიდენტი ხათამით შემოვიფარგლე. კი მეუბნებოდნენ, მასპინძლები რას შვრები მთავარი კაცის დაიგნორება შეურაცხყოფააო, მაინც ხელი ვუკარი განსვენებულს", - წერს სააკაშვილი.