250 ბომბის ეფექტი - ისრაელმა თეირანის ყველაზე დაცულ ადგილს დაარტყა
ისრაელის საჰაერო ძალებმა წუხელ თეირანში ირანის ხელმძღვანელობის კომპლექსს დაარტყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100-მა ავიამოიერიშემ კომპლექსის თავზე 250-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კომპლექსში სამიზნე შენობებს შორის იყო ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე დაწესებულება, სადაც ირანელ სამხედრო ოფიცრების მომზადება ხორციელდება.
"ინტერპრესნიუსი"