დაათვალიერეთ ვილა, რომელიც ილია თოფურიამ გასაყიდად გამოიტანა
როგორც ცნობილი გახდა, ილია თოფურია, პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების ფონზე, მადრიდთან მდებარე, პრესტიჟულ უბანში შეძენილ ვილას ყიდის, სადაც ცნობილი სპორტსმენი ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

ხმაურისგან შორს, მისი სახლი ასახავს დისციპლინასა და სიმშვიდეს - ორ საყრდენს, რომლებიც მისი სპორტული ცხოვრების საფუძველია. ნათელი სივრცეები, თანამედროვე ხაზები და დასვენებისთვის განკუთვნილი ზონები ჰარმონიულად ერწყმის ვარჯიშისა და აღდგენის კუთხეებს. ეს ადგილი მისი თავშესაფარი იყო მას შემდეგ, რაც განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში აუტანელ სიტუაციებსა და ზეწოლას განიცდიდა“.
ილია თოფურია ამ საცხოვრებელ კომპლექსში გასული წლის შუა პერიოდში გადავიდა საცხოვრებლად. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, როგორი შეიძლება იყოს მისი საკუთრება, გადავხედეთ Las Lomas Real Estate-ის მიერ გასაყიდად გამოტანილ ექსკლუზიურ სახლებს. მათ შორისაა ახალი, მშენებარე ვილა, მაღალი ხარისხის მასალებით. სახლი მოიცავს 7 სუიტ-ტიპის საძინებელს და 9 აბაზანას. ასევე აქვს სპორტდარბაზი, საუნა, კინოთეატრი და გარე და შიდა აუზი. ფასი? როგორც მედიაში წერენ, ვილის ფასი 5 300 000 ევრო იყო.