რამდენი ირანული ბალისტიკური რაკეტა და "შაჰიდი" ჩამოაგდეს ...
აშშ-ისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებულ საჰაერო შეტევებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, მალევე მოჰყვა ირანული ბალისტიკურ რაკეტებისა და „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების მასიური საპასუხო გაშვება, როგორც ისრაელის მიმართულებით, ისე ახლო აღმოსავლეთის იმ ათიოდე ქვეყნისკენაც, სადაც განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები და საიდანაც აფრენილი თვითმფრინავები ბომბავენ ირანის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებს...
ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი საჰაერო ორთაბრძოლის დაწყებიდან მესამე დღე იწურება და უკვე გამოჩნდა პირველი საბრძოლო სტატისტიკა იმისი, თუ რამდენი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა ირანმა ახლო აღმოსავლეთის ათი ქვეყნის მიმართულებიდან და მათგან რამდენი იქნა ჰაერშივე გადაჭერილი და დაზიანებულ/განადგურებული...
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა წინასწარ დიდი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები მოიყვანეს საბრძოლო მზადყოფნაში ირანის საპასუხო მასობრივი სარაკეტო შემოტევების მოსაგერიებლად.
ბოლო სტატისტიკის თანახმად, მთელი ესკალაციის განმავლობაში მოკავშირეებმა მოახერხეს ირანიდან გამოშვებული 518 ბალისტიკური რაკეტის და სხვადასხვა ტიპის 1129 უპილოტო საფრენი აპარატის დაზიანება/განადგურება.
ყველაზე მძიმე ტვირთი ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაეკისრათ, სადაც 178 ბალისტიკური რაკეტის და 384 დრონის წარმატებით განადგურების შესახებ იუწყებიან. აღსანიშნავია, რომ ქუვეითის ოფიციალურ ანგარიშებში სრულიად გამოტოვებულია სამი ამერიკული F-15E Strike Eagle ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოგდების ფაქტი, რაც მსოფლიო ომების ისტორიაში უკვე შევიდა „მეგობრული ცეცხლით“ რამდენიმე წუთში მიყენებული ყველაზე ძვირადღირებული(300 მლნ დოლარამდე) ზარალი მოკავშირისთვის...
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც აჩვენა თავისი საჰაერო თავდაცვის მაღალი ეფექტიანობა, როდესაც განაცხადა, რომ ირანის მიერ გაშვებული 182 რაკეტიდან 169 ჩამოაგდო. ამავდროულად, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო სარდლობამ აღიარა, რომ ზღვაში 13 რაკეტა ჩამოვარდა და 44 დრონმა მოახერხა თავდაცვის გადალახვა და დანიშნულების ადგილას მიღწევა,ხოლო 645 ირანული დრონის განადგურებული იქნა.
ბაჰრეინის თავზე განადგურდა 70 რაკეტა და 76 დრონი.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კატარის მიერ აღმოჩენილი 104 რაკეტიდან 101-ის ჩამოგდების თაობაზე განცხადებამ. კატარის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ავიაციამ ასევე განაცხადეს 39 დრონიდან 24-ის განადგურების და, რაც მთავარია, ორი ირანული Су-24МК ტიპის საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ.
სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან განსხვავებით, ისრაელი არ აკონკრეტებს თუ რამდენი ირანული ბალისტიკური რაკეტა და „შაჰიდი“ მოიგერია თავის ცაში,მითუმეტეს,რომ ირანიდან გაშვებული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების უმეტესობას ისრაელის გამანადგურებელი თვითმფრინავები ჯერ კიდევ იორდანიის საჰაერო სივრცეში აგდებენ.
წარმოდგენილი მონაცემები,რომლებიც ამ ომის ყოველ საათში იცვლება,აჩვენებს საბრძოლო მოქმედებების უკიდურესად მაღალ ინტენსივობას რეგიონის საჰაერო სივრცეში და საზენიტო და ანტისარაკეტო რაკეტების კოლოსალურ მოხმარებას, რაც ადასტურებს ადრე გავრცელებულ ინფორმაციას „პეტრიოტის“ რაკეტების მარაგების კრიტიკული ამოწურვის შესახებ, ძირითად ბაზებზე.
ახლა საკითხი შემდეგნაირად დგას - ვის უფრო ადრე გაუთავდება: ირანს თავისი ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების მარაგი თუ სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაუცარიელდებათ „პეტრიოტის“ ანტირაკეტების არსენალი?