"ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია" - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია? - კვირის პალიტრა

"ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია" - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია?

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

„ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია.

დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.

ამ ეტაპზე, ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, რისკების შეფასება და ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამატებითი პრევენციული ზომების შემუშავება. ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, პროცესში ჩართულია ბაღის შესაბამისი მიმართულების სამსახურები. გააგრძელეთ კითხვა