ომის 100 საათი ციფრებში - რა შეძლეს ამერიკამ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ და რა მიიღეს საპასუხოდ - კვირის პალიტრა

ომის 100 საათი ციფრებში - რა შეძლეს ამერიკამ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ და რა მიიღეს საპასუხოდ

100 საათი გავიდა, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მასიური საჰაერო დარტყმები და დაიწყეს აგრძელებენ შეტევებს...

საჰაერო თავდასხმის პირველსავე წუთებში, ისრაელის მიერ ერაყის საჰაერო სივრცეში მოდარაჯე საბრძოლო თვითმფრინავებიდან გაშვებულმა 30-მდე ჰიპერბგერითმა აერობალისტიკურმა რაკეტამ გაანადგურა აითოლების სასახლე თეირანში და იმსხვერპლა თავად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და მისი 40-მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი...

მაგრამ, ქვეყნის ლიდერის დაკარგვა ომის პირველსავე წუთებში, არ გახდა იმის საფუძველი, რომ ირანს შეეწყვიტა წინააღმდეგობა. პირიქით, ირანელმა სამხედროებმა ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის ათამდე ქვეყნის მიმართულებით (სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული),დღემდე 500-ზე მეტი სხვადასხვა სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა და 2 ათასზე მეტი კამიკაძე-დრონი გაუშვეს...

თავად ისრაელი აცხადებს, რომ მან ირანზე პირველივე საჰაერო შეტევისას 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავი გამოიყენა, რომლებმაც 500-მდე ობიექტზე მიიტანეს იერიში ირანის ტერიტორიაზე, ხოლო ომის 100 საათის შემდეგ ისრაელის ავიაციას უკვე განხორციელებული აქვს 1 600-მდე საბრძოლო გაფრენა, რომლის დროსაც გამოიყენა 4 000-მდე საავიაციო ბომბი და რაკეტა.

ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, ომის პირველი 100 საათის საბრძოლო შედეგების თაობაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელმაც შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

"ჩვენ ამ ოპერაციას უკვე 100 საათია ვატარებთ, რომელშიც 50 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს და უკვე თითქმის 2 000 სამიზნეს მივაყენეთ დარტყმა 2000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით .

სერიოზულად შევასუსტეთ ირანის საჰაერო თავდაცვა და გავანადგურეთ ასობით ირანული ბალისტიკური რაკეტა, გამშვები მოწყობილობა და დრონი.

B-2 და B-1B ბომბდამშენებმა ირანის სიღრმეში რამდენიმე სარაკეტო ობიექტზე უპირობო ზუსტი დარტყმები განახორციელეს . გუშინ ღამით, B-52 ბომბდამშენებმა სარაკეტო სამეთაურო პუნქტები დაბომბეს .

გავანადგურეთ 17 ირანული სამხედრო ხომალდი , მათ შორის წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა გვერდში ნახვრეტი აქვს.

ვეძებთ უკანასკნელ დარჩენილ მობილურ, ბალისტიკური რაკეტების გამშვებ სისტემებს, რათა გავანადგუროთ ისინი, რომ ირანს დარჩენილ რაკეტების გაშვების შესაძლებლობა მოვუსპოთ.

ჩვენმა საზღვაო ძალებმა ფრთოსანი რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვეს, რამაც ირანის სამეთაურო პუნქტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა.

ორი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფით ხმელთაშუა და არაბეთის ზღვებიდან, ირანის გარშემო რკალს ვკრავთ და მათ ხომალდებს საკუთარი პორტებიდან გამოსვლის საშუალებას არ ვაძლევთ.

პირველად, აშშ-ის არმიამ ბრძოლაში გამოიყენა შორ მანძილზე მოქმედი, „ჰაიმარსებიდან“ გაშვებული ზუსტი მართვადი რაკეტები, რომლებსაც PrSM ეწოდება. ასევე, პირველად, Scorpion Strike-ს უამრავი კამიკაძე-დრონი [LUCAS] გაუშვა, რამაც უდიდესი ეფექტი მოახდინა.მინდა აღვნიშნო, რომ ეს დრონები „შაჰიდების“ სახელით, თავდაპირველად ირანში შეიქმნა. ჩვენ ისინი აშშ-ში ჩავიტანეთ, გავაუმჯობესეთ და შემდეგ კვლავ ირანის წინააღმდეგ გამოვიყენეთ".

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენი ირანული ბალისტიკური რაკეტა და "შაჰიდი" ჩამოაგდეს ...

დიდი საფრთხე საქართველოსთვის: რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ცის გავლით ირანულმა „შაჰიდებმა“ დაარტყან რუმინეთში ამერიკულ ანტისარაკეტო რადარს?!

"ერთი კი არა, სამი ამერიკული "არწივი" ჩამოუგდიათ ...

30 რაკეტა პირადად აიათოლასთვის - როგორ მოკლეს ირანის სულიერი ლიდერი: უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები

3 მარტის მონაცემებით,ამ საჰაერო ომის შედეგად დაღუპულები არიან:

ირანი : ომის პირველ დღეს, ქვეყნის სამხრეთით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 787 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 165 სკოლის მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი (ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების, არაკომერციული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, მონაცემებით, გაურკვეველია, მოიცავს თუ არა ეს რიცხვი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრებს შორის დაღუპულებს);

ისრაელი : 1 მარტს, იერუსალიმის მახლობლად, ბეით შემეშის რაკეტაზე ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელეს;

ლიბანი : ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა (სხვა წყაროების თანახმად, 50);

ბაჰრეინი : ერთი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც სამრეწველო ქალაქ სალმანში რაკეტის ჩაგდების შემდეგ გაჩნდა;

ქუვეითი : ერთი ადამიანი დაიღუპა. ცალკე, ქუვეითის არმიამ განაცხადა ორი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ „სამხედრო ოპერაციების დროს“, მათი გარდაცვალების გარემოებების შესახებ დეტალების გარეშე;

ომანი : ერთი ადამიანი დაიღუპა მასკატთან ახლოს მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერ MKD VYOM-ზე ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად;

არაბთა გაერთიანებულ საემიროები : სამი ადამიანი დაიღუპა;

აშშ : ქუვეითში მდებარე ობიექტზე თავდასხმის შედეგად ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ასეთია ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ დაწყებული სააჰაერო ომის პირველი 100 საათის შედეგები ციფრებში...