„ჩემო ლამაზო მეგობრებო...ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ ვართ“
დღეს მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ირანში განვითარებულ მოვლენებს. ახლო აღმოსავლეთის ცა კი, ფაქტობრივად, დაკეტილია, ამიტომ, ბევრი ქართველი ახლა ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას. მათ შორისაა კახა კალაძე, რომელმაც მეუღლესთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად დუბაიში დაისვენა
"ჩემო ლამაზო მეგობრებო, მთელი გულით მადლობას გიხდით ყველას, ვინც მოგვიკითხა. თქვენი შეტყობინებები, ზარები და მზრუნველობა ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. მე და ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ ვართ. მანქანით გავემგზავრეთ ომანში, შემდეგ კი რიადში გავფრინდით. მალე ვგეგმავთ თურქეთიდან სახლში დაბრუნებას. ყველას გისურვებთ მშვიდობას და უსაფრთხოებას", - წერს ანუკი არეშიძე.