" ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს.სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ განწირულია და შესაძლოა ძალიან მძიმე ფორმითაც" - გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

" ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს.სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ განწირულია და შესაძლოა ძალიან მძიმე ფორმითაც" - გია ხუხაშვილი

"ჩემთვის ცხადია, ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება. ირანის ამბებმა თვალნათლივ დაანახა, რომ რუსეთი, როგორც ე.წ. “ზესახელმწიფო” დასრულდა და ახლა საკუთარ თავს თუ გადაარჩენს, ესეც დიდი ამბავი იქნება", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის სამყარო, საითაც უნდა გადაათამაშოს, სერიოზულად დაელაპარაკება, სანამ ქვეყანაში ირანის ტიპის მმართველობითი, არაინსტიტუციური “ლიდერის” მოდელია დამკვიდრებული.

იყო დრო, როცა ჩემს მოსაზრებებს ისმენდა და ითვალისწინებდა.

ახლაც ვურჩევ: პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის საკუთარი როლის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს.სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ განწირულია და შესაძლოა ძალიან მძიმე ფორმითაც…", - წერს ხუხაშვილი.