ირანმა თურქეთს დაარტყა?! - რას აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ირანული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან.
"ინტერპრესნიუსი"