დიდძალი ქონება, მკურნალობა ლონდონში და რეჟიმის მართვის ნაკლები გამოცდილება - რა არის ცნობილი ლიკვიდირებული ალი ხამენეის სავარაუდო მემკვიდრე ვაჟზე? - კვირის პალიტრა

დიდძალი ქონება, მკურნალობა ლონდონში და რეჟიმის მართვის ნაკლები გამოცდილება - რა არის ცნობილი ლიკვიდირებული ალი ხამენეის სავარაუდო მემკვიდრე ვაჟზე?

ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სი (IRGC) აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მო­ი­თხოვს ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის შემ­დე­გი ლი­დე­რის და­ნიშ­ვნას ალი ხა­მე­ნე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რო­ებ­მა Iran International-სგა­ნუ­ცხა­დეს.

“მას შემ­დეგ, რაც ალი ხა­მე­ნეი აშშ-ისა და ის­რა­ე­ლის ერ­თობ­ლი­ვი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში არე­უ­ლო­ბამ და დაბ­ნე­უ­ლო­ბამ იმა­ტა. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სი (IRGC) და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს ლი­დე­რის სას­წრა­ფო წე­სით და­ნიშ­ვნას სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით. ვი­ნა­ი­დან სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გრძელ­დე­ბო­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და ექ­სპერტთა საბ­ჭოს- უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის შერ­ჩე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს სხდო­მის მოწ­ვე­ვა,“- წერს გა­მო­ცე­მა.

ამავდრო­უ­ლად, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟა­დი ცო­ცხა­ლია და უსაფრ­თხო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნე­ის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს და­სავ­ლუ­რი მე­დი­აც. dailymail-ი მის შე­სა­ხებ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ასა­ჯა­რო­ებს. მა­გა­ლი­თად, აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო დაზ­ვერ­ვის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ირა­ნის ახა­ლი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის პოსტზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი, არა­ერ­თხელ მკურ­ნა­ლობ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. გააგრძელეთ კითხვა