"მყავს ორი შვილი, უსაყვარლესი მეუღლე, რომელიც ცხოვრებას მიფერადებს" - როგორ ცხოვრობს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან": თედო ბექაურის "სახალხო ინტერვიუ" - კვირის პალიტრა

"მყავს ორი შვილი, უსაყვარლესი მეუღლე, რომელიც ცხოვრებას მიფერადებს" - როგორ ცხოვრობს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან": თედო ბექაურის "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია ბიჭი "გაღ­მა ნა­პი­რი­დან,“ მსა­ხი­ო­ბი თედო ბე­ქა­უ­რი. მან ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს. "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი სტა­ტი­ის ბო­ლოს შეძ­ლებთ.

გიგა:

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ? რო­გორ მი­დის თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

bekauri

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ზო­გა­დად რო­გორც ყვე­ლას, ისე მეც მე­ხე­ბა და ამი­ტომ, არც თუ ისე კარ­გად ვარ, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჯან­მრთე­ლი ვარ. მოკ­ლედ, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ისეთს არ ვსაქ­მი­ა­ნობ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იყოს.

ლიკა:

- ვიდ­რე ფილმში მოხ­ვდე­ბო­დით, რო­გორ ცხოვ­რობ­დით... რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვით, რა სურ­ვი­ლე­ბი გქონ­დათ?

- ვიდ­რე ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ი­წყე­ბო­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. სოფ­ლის საქ­მე­ებს ჩე­მე­ბუ­რად, ბავ­შვუ­რად ვა­კე­თებ­დი, უფ­რო­სე­ბი­ვით ხომ ვერ ვიშ­რო­მებ­დი, თუმ­ცა, ვცდი­ლობ­დი. ჩემი ოც­ნე­ბა იყო, რომ გა­ვიზ­რდე­ბო­დი, ჯა­რის­კა­ცი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ სხვა გზით წა­მიყ­ვა­ნა. ჯა­რის­კა­ცი კი არა, მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდი.

ზუკა:

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს სო­ფელ­სა და ოჯახ­ზე, სა­დაც იზ­რდე­ბო­დით...

- ჩემი სო­ფე­ლი ერთ-ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სო­ფე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ორ­ბე­თი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის. იქ გა­ვი­ზარ­დე და მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა ორ­ბეთ­ში გა­ვა­ტა­რე. დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მახ­სენ­დე­ბა ის წლე­ბი და იმ წარ­სუ­ლის ნოს­ტალ­გია მაქვს... ახლა თით­ქმის ისე­თი­ვე გა­ჭირ­ვე­ბა აქვს ორ­ბეთს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა სოფ­ლებს. შე­იძ­ლე­ბა კი­დევ მეტი პრობ­ლე­მაც ჰქონ­დეს - ხალ­ხის­გან და­ი­ცა­ლა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ფელ­ში აღარ არი­ან, ვი­საც ბავ­შვო­ბა­ში ვიც­ნობ­დი და იმ პე­რი­ო­დი­დან მახ­სოვს. ვინც არი­ან, თა­ვის­თვის შრო­მო­ბენ... მარ­თლა ერთ-ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და საყ­ვა­რე­ლი სო­ფე­ლია...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ოჯახს, პა­ტა­რა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ჩვენც გვაქვს და ამას­თან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. ასე­ვე სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბა და კე­თი­ლი გული...

მირო:

- ბავ­შვო­ბა­ში ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი თუ ყო­ფილ­ხართ და რო­გორ უმკლავ­დე­ბო­დით ამას?

- ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ვუმკლავ­დე­ბო­დი იმ ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ თავ­თან მერ­ჩი­ნა ყოფ­ნა, თა­მა­ში. რამ­დე­ნი­მე ამორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი მყავ­და, რო­მელ­თა­ნაც დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი. მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დროს მარ­ტო­ო­ბას ვუთ­მობ­დი. ვი­გო­ნებ­დი რა­ღაც თა­მა­შებს და ასე ვერ­თო­ბო­დი. ბავ­შვე­ბი თუ იყ­ვნენ გა­რეთ, კი გავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ჩემ­თვის მარ­ტო ყოფ­ნა უფრო მერ­ჩივ­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რიც ვი­ყა­ვი. ათა­სი რა­ღაც მაქვს თავს გა­დახ­დე­ნი­ლი. ერთხელ და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ჭაში ჩავ­ვარ­დი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, იქ ფი­ცა­რი ეგდო. იმ ფი­ცარს მო­ვე­კი­დე და ისე ამო­ვე­დი. ასე­თი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ბევ­რი მქო­ნია.

ტუსი:

- "გაღ­მა ნა­პირ­ში“ რო­მე­ლი სცე­ნის გა­და­ღე­ბა იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი თქვენ­თვის?

- გა­და­ღე­ბი­სას ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი ბოლო სცე­ნა იყო. უნდა მე­ცეკ­ვა და თან უნდა მე­ტი­რა. ამ ყვე­ლა­ფერს ვერ ვა­თავ­სებ­დი - ეს ერთი... მე­ო­რე კი ის იყო, რომ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის თან­დას­წრე­ბით შარ­ვლის გახ­და გა­მი­ჭირ­და, კა­მე­რის წინ ვერ ვბე­დავ­დი. თან ცო­ტაც მე­ში­ნო­და. ისე, შიში უფრო ნაკ­ლე­ბად, უმე­ტე­სად - მა­ინც სირ­ცხვი­ლი იყო. ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, იმ­ხე­ლა ბიჭს - 11 წლის ვი­ყა­ვი, რომ კა­მე­რის წინ გა­მე­ხა­და... მოკ­ლედ, ეს უხერ­ხუ­ლო­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად დავძლიე. მოკ­ლედ, ეს ორი სცე­ნა მახ­სოვს, რომ გა­მი­ჭირ­და.

ლაკო:

- 10-11 წლის ბიჭ­მა ფილმში "გაღ­მა ნა­პი­რი“ რო­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვად შეს­რუ­ლე­ბა შე­ძე­ლით. რა ად­გი­ლი უკა­ვია ამ ფილ­მს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ძა­ლი­ან დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ამ როლს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თუნ­დაც ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გავ­ხდი. ხალ­ხის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი არა მარ­ტო ფილმში, ცხოვ­რე­ბა­შიც - საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდი. ამ ყვე­ლა­ფერს სულ ვგრძნობ, რაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა... კი, ფილმმა უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა და ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ამიყ­ვა­ნა. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ტრამ­პლი­ნი იყო.

განაგრძეთ კითხვა