ქორწილი ბომბსაფარში, სირენების ხმის თანხლებით - თელ-ავივში წყვილმა მაშინ იქორწინა, როცა ისრაელს ირანი რაკეტებით უტევდა (ფოტოები)
მართალია, ადამიანებისთვის ომის ქარცეცხლი და ბალისტიკური რაკეტები, ყოველდღიურობას ცვლის, მაგრამ ისრაელელი მაიკლ მარიანოფისა და ლიორ ლასრისთვის ეს დაბრკოლება არ აღმოჩნდა. მათმა ისტორიამ, რომელიც თელ-ავივის ერთ-ერთ ბომბსაფარში დაიწერა, კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ სიცოცხლის წყურვილი ნებისმიერ იარაღზე ძლიერია.
როდესაც ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო წყვილს დაგეგმილი საქორწილო ცერემონია ჩაეშალა, სასოწარკვეთას მეგობრებისა და ახლობლების ერთსულოვნება დაუპირისპირდა. მათ უარი თქვეს დღესასწაულის გაურკვეველი ვადით გადადებაზე და გამოსავალი იქ იპოვეს, სადაც ჩვეულებრივ ადამიანები თავს აფარებენ - მიწისქვეშეთში. ვრცლად