ილჰამ ალიევმა ირანის საზღვართან სასწრაფოდ ჯარი განალაგა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი?!
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის ფონზე, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზება და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Qazetchi საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი აქტიურ ფაზაში შევიდა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის შეწყვეტილია სამხედრო მოსამსახურეების შვებულებები - ისინი სასწრაფო წესით გამოიძახეს თავიანთ ნაწილებში.
ძირითადი ზომები, რაც ბაქომ მიიღო:
ირანის საზღვართან განთავსდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტების წინააღმდეგ.საბრძოლო მზადყოფნაშია ავიაცია და სახმელეთო ჯარი.გაძლიერებულია სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა სამხედრო ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები "სავსებით ბუნებრივია" შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.