„სიცოცხლე გადაირჩინეთ და სახლები დაუყოვნებლივ დატოვეთ" - ისრაელი ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

„სიცოცხლე გადაირჩინეთ და სახლები დაუყოვნებლივ დატოვეთ" - ისრაელი ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„სიცოცხლე გადაირჩინეთ და სახლები დაუყოვნებლივ დატოვეთ. გაცნობებთ, როდესაც სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებთ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის დედაქალაქის სამხრეთში მდებარე „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად რაიონებზე დარტყმებს გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"