იტალიაში სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი 5 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
იტალიაში, სასწრაფო დახმარების ავტომობილის 27 წლის მძღოლი 5 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუთ პაციენტს გზაში გული გაუჩერდა. გარდაცვლილები ხანდაზმულები იყვნენ და მძიმე დაავადებებით იტანჯებოდნენ, ამიტომ, ოჯახის წევრებს ეჭვი არ გასჩენიათ.
თუმცა როდესაც ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახმა ექსპერტიზა მოითხოვა, აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულის სხეულში გარკვეული მავნე ნივთიერება იყო, თუმცა რა ნივთიერება - უცნობია.ამის შემდეგ კი, გამოძიება დაიწყო.
"სიკვდილი შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერებებით ან სხვა საშუალებებით იყოს გამოწვეული", - განაცხადა პროკურორის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ეჭვმიტანილს შესაძლოა, ამ კვირაში ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობისთვის. ასევე გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ გამორიცხული არ არის მსხვერპლთა რაოდენობა იმაზე დიდი იყოს, ვიდრე მათთვის არის ცნობილი.
დანაშაული იტალიის ქალაქ ფორლიში მოხდა. ეჭვმიტანილი მამაკაცი ჯერ არ დაუკავებიათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება