"კიევისთვის სიტუაცია დღითიდღე უარესდება და კიდევ უფრო გაუარესდება" - დიმიტრი პესკოვი - კვირის პალიტრა

"კიევისთვის სიტუაცია დღითიდღე უარესდება და კიდევ უფრო გაუარესდება" - დიმიტრი პესკოვი

კიევში რიტორიკა ისტერიის ზღვარზეა და სიტუაცია კვლავ გაუარესდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მათთვის [კიევისთვის] სიტუაცია დღითიდღე უარესდება. სწორედ ამიტომ არის ასეთი ნერვიულობა, სწორედ ამიტომ არის ისტერიის ზღვარზე მყოფი ნერვიულობა. ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, კიევმა იცის, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატების უზრუნველსაყოფად.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა