"18 წლის ვიყავი... კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა... ორ წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა...“ - ირმა ხეცურიანი - კვირის პალიტრა

"18 წლის ვიყავი... კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა... ორ წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა...“ - ირმა ხეცურიანი

პარასპორტსმენი, ირმა ხეცურიანი, "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრობს ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელმაც მისი მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია:

- მაშინ 18 წლის ვიყავი. კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა, თუმცა სწრაფად ზრდადი იყო. გულ-მკერდის არეში იყო. იმდენად დიდი იყო და იმდენად დაგვიანებული იყო სხვა მანიპულაციების გაკეთება და ჩარევა, ოპერაციის შემდეგ, ჩემი შედეგი იყო ეტლი და პარაპლეგია. საბოლოო ჯამში, მამაჩემმა მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ის იყო საქართველოში. ჩუმად უთხრეს, ფეხზე ვერ გაივლის, მაგრამ იცოცხლებს და შენ გადაწყვიტეო. მამაჩემმაც გადაწყვიტა, რომ მეცოცხლა და უბრალოდ ფეხზე ვერ გამევლო.

2 წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. იმდენად მძიმედ განვიცადე... საშინლად აუტანელი შეგრძნებაა. ტკივილია, რომ ხვდები, ეს ჯანმრთელი ადამიანი, სიფრიფანა გოგო ხარ, სიცოცხლე, მოძრაობა გიყვარს, არ ჩერდები და უცებ ვეღარ მოძრაობ.

khetsuriani

პარაოლიმპიელი მოფარიკავის, ირმა ხეცურიანის ცხოვრება სულის სიმტკიცის საოცარი მაგალითია. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 7 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი მიიღო. უზრუნველი, შეძლებული ცხოვრება ერთი პურის და ელემენტარული საარსებო საშუალების მოპოვებისთვის საზრუნავმა ჩაანაცვლა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო