თიბისი ბანკის ახალი ფილიალი დიღომში - კვირის პალიტრა

თიბისი ბანკის ახალი ფილიალი დიღომში

თიბისი ბანკმა დიღომში (მის: I კვარტალი, I კორპუსი) ფილიალი გახსნა. ფილიალის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მენეჯმენტის წარმომადგენლები. ფილიალი დღეიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.

ფილიალის საზეიმო გახსნის შემდეგ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა ღაძაძემ 2012 წლის 9 თვის ფინანსური შედეგები შეაჯამა და ასევე ისაუბრა სხვა არაფინანსურ მიღწევებსა და წარმატებებზე.

თიბისი ჯგუფმა 2012 წლის 9 თვის განმავლობაში ძირითადი ფინანსური მონაცემები დინამიურად გაზარდა და მისი არსებობის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. კერძოდ:

•    აქტივები 465 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 806 მილიონ ლარს მიაღწია;

•    სესხების პორტფელი გაიზარდა 287 მილიონი ლარით და ამ დროისათვის 2 მილიარდ 408 მილიონ ლარს გადააჭარბა.

•    373 მილიონი ლარით გაიზარდა ანაბრების პორტფელი და ამ დროისათვის 2 მილიარდ 357 მილიონი ლარი შეადგინა.

წარმატებულად შეიძლება შეფასდეს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიის „ბანკი კონსტანტას“ ზრდის დინამიკაც. 2012 წლის განმავლობაში “კონსტანტამ” 45%-ით გაზარდა აქტივები, 40%-ით გაზარდა საკრედიტო პორტფელი,  244%-ით გაიზარდა ანაბრების პორტფელი.

2012  წელი ასევე წარმატებულად ფასდება თიბისი ბანკის სხვა შვილობილი კომპანიების მიერაც: თიბისი ლიზინგმა საკრედიტო პორტფელი 17%-ით პროცენტით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანში მოღვაწე “თიბისი კრედიტის” აქტივები 13.5%-ით გაიზარდა, საკრედიტო პორტფელი კი – 24%-ით. 24 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა “თიბისი ინვესტის” (ისრაელი) დეპოზიტების პორტფელი. რაც შეეხება თიბისი ბანკს, ანაბრების ბაზარზე ის კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დიდ წილს. საქართველოში კერძო პირების ანაბრების 33.7% დღეს სწორედ თიბისი ბანკშია განთავსებული.

ბანკის ამ წარმატებას არ ჩაუვლია საერთაშორისო აღიარებისა და ჯილდოების გარეშე. თიბისი ბანკმა 2012 წლის განმავლობაში აიღო სამი უმსხვილესი საერთაშორისო ჟურნალის Global Finance-ის, Emeafinance-ისა და Euromoney-ს ჯილდოები და დასახელდა როგორც 2012 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში.

გარდა ამისა, 2012 წელს Fitch-მა თიბისი ბანკის რეიტინგი ორ კატეგორიაში აამაღლა: გრძელვადიანი რეიტინგი გაიზარდა “B+“ დან  “BB-” მდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი გაიზარდა “B+”დან  “BB-” მდე

R