სკანდალური რომანი თანაშემწესთან, პირადი თვითმფრინავი დიდი საძინებლით და გაბრაზებული ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ნოემი პოსტს თვის ბოლოს დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის.
"სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ოკლაჰომის დიდი შტატიდან უაღრესად პატივცემული აშშ-ის სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან გახდება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) მდივანი. ამჟამინდელი მდივანი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალი და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალურ წარმომადგენლად „ამერიკის ფარისთვის“, ჩვენი ახალი უსაფრთხოების ინიციატივისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს დორალში, ფლორიდაში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის თავისი სამსახურისთვის“, – წერს ტრამპი.
მისივე თქმით, მალინს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაუღალავად იმუშავებს.
შეგახსენებთ, სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.
სკანდალი შიდა წრეებშიმიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა კრისტი ნოემს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, დასავლური მედია წერს, რომ სინამდვილეში აშშ-ის პირველი პირი მისით უკმაყოფილოა და წყაროების ცნობით, “ნოემის პასუხი ლევანდოვსკისთან „სექსუალურ ურთიერთობაზე“ ტრამპისთვის „საბოლოო წვეთი“ იყო“.
როგორც თეთრ სახლში დაახლოებულმა წყაროებმა The Post-ს განუცხადეს, ნოემის გათავისუფლების „ბოლო წვეთი“ ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მის მიერ გცემული პასუხი იყო იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა „სექსუალური ურთიერთობა“ მთავარ თანაშემწესთან, კორი ლევანდოვსკისთან.
14:05 / 06-03-2026 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ნოემი პოსტს თვის ბოლოს დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის.
"სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ოკლაჰომის დიდი შტატიდან უაღრესად პატივცემული აშშ-ის სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან გახდება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) მდივანი. ამჟამინდელი მდივანი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალი და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალურ წარმომადგენლად „ამერიკის ფარისთვის“, ჩვენი ახალი უსაფრთხოების ინიციატივისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს დორალში, ფლორიდაში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის თავისი სამსახურისთვის“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, მალინს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაუღალავად იმუშავებს.
შეგახსენებთ, სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

სკანდალი შიდა წრეებშიმიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა კრისტი ნოემს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, დასავლური მედია წერს, რომ სინამდვილეში აშშ-ის პირველი პირი მისით უკმაყოფილოა და წყაროების ცნობით, “ნოემის პასუხი ლევანდოვსკისთან „სექსუალურ ურთიერთობაზე“ ტრამპისთვის „საბოლოო წვეთი“ იყო“.
როგორც თეთრ სახლში დაახლოებულმა წყაროებმა The Post-ს განუცხადეს, ნოემის გათავისუფლების „ბოლო წვეთი“ ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მის მიერ გცემული პასუხი იყო იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა „სექსუალური ურთიერთობა“ მთავარ თანაშემწესთან, კორი ლევანდოვსკისთან.
კრისტი ნოემი და კორი ლევანდოვსკი
“ტრამპის იმედგაცრუების ბოლო წვეთი იყო მაშინ, როდესაც ნოემმა სენატორებს განუცხადა, რომ 220 მილიონი დოლარის ღირებულების რეკლამები დაამტკიცა, რომლებშიც თავად მონაწილეობდა - მაგრამ ბევრ კრიტიკულ კითხვაზე კითხვაზე პასუხები ვერ გასცა. თუმცა, აშშ-ის პირველი პირი მანამდეც განიხილავდა მის გათავისუფლებას.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სარეკლამო ბიუჯეტის საკითხის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.