"ახლა წყდება, სად დაეშვება ახალი „რკინის ფარდა“ და „ფარდის“ რომელ მხარეს იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები“ - "ოპოზიციის ალიანსის" განცხადება
ეს არის სასიცოცხლო ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ჩვენი ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად ცივილიზებულ სამყაროში და არა ბრძოლა უბრალოდ ცუდი ხელისუფლების გამოსაცვლელად - ახლა წყდება, სად დაეშვება ახალი „რკინის ფარდა“,- ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არის სასიცოცხლო ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ჩვენი ისტორიული ადგილის დასამკვიდრებლად ცივილიზებულ სამყაროში და არა ბრძოლა უბრალოდ ცუდი ხელისუფლების გამოსაცვლელად, რადგან ახლა წყდება, სად დაეშვება ახალი „რკინის ფარდა“; ახლა წყდება, „ფარდის“ რომელ მხარეს იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები“,- ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ოპოზიცია „დაუპირისპირდება რეჟიმის პროპაგანდას“ და საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ „მშვიდობისთვის საფრთხე ივანიშვილის რეჟიმია“.
"ინტერპრესნიუსი"
განაგრძე კითხვა