"დაიკარგა ჩემი ძმა ხალხო, გავიდა სახლიდან და ჯერ არ დაბრუნებულა, მიტოვებული მანქანის გარდა არაფერია" - ოჯახი ახალგაზრდა კაცს გიზო მარანელს ეძებს - კვირის პალიტრა

"დაიკარგა ჩემი ძმა ხალხო, გავიდა სახლიდან და ჯერ არ დაბრუნებულა, მიტოვებული მანქანის გარდა არაფერია" - ოჯახი ახალგაზრდა კაცს გიზო მარანელს ეძებს

ახალგაზრდა კაცს, გიზო მარანელს ოჯახი რამდენიმე დღეა ეძებს. როგორც მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ, ის 1-ელ მარტს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ კვალს ვერ მიაგნეს. ახლობლების თქმით, მისი ავტომობილი ქვემო ქართლში, გაჩიანის ტერიტორიაზე იპოვეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. საქმეში უკვე ჩართულები არიან სამართალდამცავები, მაგრამ ამ დრომდე რაიმე ხელჩასაჭიდი არ ჩანს.

"დაიკარგა ჩემი ძმა ხალხო, გუშინ საღამოს გავიდა სახლიდან და ჯერ არ დაბრუნებულა, მიტოვებული მანქანის გარდა არაფერია, რომელიც იყო გაჩიანის ტერიტორიაზე.

გთხოვთ გააზიაროთ იქნებ ვიპოვნოთ გაავრცელეთ ფოტო. ბევრი მიმითითებს, რომ პოლიციაში დავრეკოთ, ხალხო !!! დარეკილიც გვაქვს და ეს პოსტიც პოლიციის ნებართვით მაქვს დადებული!

ტელეფონის ნომერი 555362486, 597593003" - დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თათა მარანელმა.

641673706-2120317952054701-6588809795349807854-n-1772800019.jpg

ჩვენ თათას დღეს დავუკავშირდით, მან გვითხრა რომ გიზო ამ დრომდე ნაპოვნი არ არის" "ჯერ არაფერი ვიცით, სამწუხაროდ, პოლიციაც ჯერ არაფერს გვეუბნება”.

თუ გიზო მარანელი ვინმემ ნახეთ, გთხოვთ, ზემოხსენებულ სატელეფონო ნომრებზე დაუკავშირდეთ ოჯახს.