რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის - რა ინფორმაციას ავრცელებს Washington Post-ი ? - კვირის პალიტრა

რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის - რა ინფორმაციას ავრცელებს Washington Post-ი ?

რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტების, მათ შორის, გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ დაზვერვის მონაცემებს კონფლიქტის დაწყების შემდეგ უზიარებს.

წყაროების განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული დაზვერვის მონაცემების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დახმარება „საკმაოდ ყოვლისმომცველია“.

"ინტერპრესნიუსი"