დაწყებულია გამოძიება - რა ინფორმაციას ავრცელებს სუსი? - კვირის პალიტრა

დაწყებულია გამოძიება - რა ინფორმაციას ავრცელებს სუსი?

სხვა­დას­ხვა პი­რის მიერ, სა­ჯა­როდ, არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია გახ­მო­ვან­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან კად­რე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ და მათ შო­რის, იყო და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა თუ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ტე­რო­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით - და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და გან­ცხა­დე­ბე­ბის ავ­ტო­რებს და­ეს­მე­ბათ კი­თხვე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

სუს-ის გან­მარ­ტე­ბით, გან­ცხა­დე­ბე­ბის ში­ნა­არსს სწავ­ლო­ბენ.

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა პი­რის მიერ, სა­ჯა­როდ, არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია გახ­მო­ვან­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან კად­რე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ და მათ შო­რის, იყო და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა თუ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ტე­რო­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით და ვსწავ­ლობთ რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის ში­ნა­არსს, აგ­რეთ­ვე მათი ავ­ტო­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ სა­ქარ­თვე­ლო მსგავს სა­კი­თხებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფონ­ზე და იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის არ­ცერთ ავ­ტორს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის არას­დროს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­უ­წო­დე­ბია. და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და გან­ცხა­დე­ბე­ბის ავ­ტო­რებს და­ეს­მე­ბათ კი­თხვე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მა­ინც მი­უ­თი­თონ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ“- გან­მარ­ტავს სუსი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

ცნო­ბის­თვის, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, თინა ხი­და­შელ­მა „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ლე­გა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ე.წ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ტე­რო­რის­ტე­ბის სკო­ლა, რომ­ლის რექ­ტო­რიც იყო ალი ხა­მე­ნე­ის მემ­კვიდ­რედ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი".

გარ­და ამი­სა, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია "ჰადსო­ნის ინ­სტი­ტუ­ტის" 3 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი და ლუკ კოფი არი­ან და კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა „გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად“ აფარ­თო­ებს გავ­ლე­ნა­სა და „გავ­ლე­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას“ სა­ქარ­თვე­ლო­ში”.

"ინტერპრესნიუსი"