მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა და ბარელზე 114.74 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 26%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 114.78 დოლარი შეადგინა.
"ინტერპრესნიუსი"