"ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში 2000 წლიდან არსებობს... ირანის "რბილი ძალა" 30 წელია მუშაობს...ამ თემაზე 2011 წლიდან ვსაუბრობდით, მაგრამ ვინ გვისმენდა?" - სამირა ბაირამოვა
"ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში 2000 წლიდან არსებობს, ხოლო 2011 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა", - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს.
" ირანის „რბილი ძალა“ დაახლოებით 30 წელია მუშაობს საქართველოს მოქალაქეებზე და ეს ბოლო 3–5 წლის ამბავი ნამდვილად არ არის. დღეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ეს თითქოს ახალი ინფორმაციაა.
ჩვენ, ქვემო ქართლის აქტივისტები, ამ თემაზე 2011 წლიდან აქტიურად ვსაუბრობდით შეხვედრებზე, პოლიტიკოსებთან და სოციალურ ქსელებში მაგრამ ვინ გვისმენდა?
ახლა კი ბევრს თითქოს არც იცოდა და არც გაუგონია ამის შესახებ.შესაბამისად, ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება 2010 წელს დაიწყებოდა თუ 2018 წელს, რელიგიური თემის რეაქცია, მაინც იგივე იქნებოდა, რაც ახლა ვხედავთ", - წერს ბაირამოვა.