ახალი აიათოლა: დიდი შურისძიების დასაწყისი მამის მკვლელობისთვის?! - ვინ არის და რას შეცვლის მოჯთაბა ხამენეი
რაკეტით აფეთქებულ მამას შვილი ანაცვლებს - ირანის ახალი აითოლა ხამენეი - უმცროსი ომს აგრძელებს...
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მორიგი დათქმა, რომ „ირანის ახალი ლიდერის დანიშვნა...მასთან უნდა შეთანხმდეს“,კვლავ ცარიელ სიტყვებად დარჩა, ტრამპისთვის არავის უკითხავს, ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი აითოლას არჩევა...
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი დასახელდა.
დასავლური მედიის თანახმად, აითოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, 56 წლის სასულიერო პირია, რომელსაც არასდროს ჰქონია სამთავრობო თანამდებობა.
ირანის უზენაეს ლიდერს სახელმწიფოს ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის . გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საბჭოს 88 წევრი იღებს.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დროს დაიღუპა.
56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის გარდაცვლილი ლიდერის, ალი ხამენეის მეორე ვაჟია. მას მრავალი წლის განმავლობაში არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, თუმცა მამის ოფისში მუშაობამ მას საშუალება მისცა, მჭიდრო კავშირები დაემყარებინა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) და შეუფერხებლად დაეკავებინა ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის თანამდებობა . IRGC-სთან მისი კავშირები მას დამატებით ბერკეტს აძლევს ირანის მთელ პოლიტიკურ და უსაფრთხოების აპარატზე.
სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, ის კულისებში გავლენას იძენდა, როგორც მამამისის „კარიბჭის მცველი“. მოჯთაბა ასევე ცნობილია, როგორც ირანში რეფორმების მოწინააღმდეგე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის, თუნდაც მამის ისრაელის რაკეტების დარტყმის ქვეშ დაღუპვისთვის, ისრაელსა და აშშ-ზე შურისძიებას ეცდება და გააგრძელებს ბრძოლას, მათ შორის სარაკეტო დარტყმებს ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზედ და იქ განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე...
დასავლეთის რიგი პოლიტიკური და სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოჯთაბა მამის ჩრდილიდან გამოვიდა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და რეგულარული არმიის ფიცის დადებამ ბოლო მოუღო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ხანგრძლივ,ერთკვირიან დებატებს - თუ ვინ უნდა აერჩიათ ლიკვიდირებეული აითოლა ალი ხამენეის სანაცვლოდ.
მოჯთაბას არჩევა ირანის ელიტაში რეფორმისტული ფრთის დამარცხებას აღნიშნავს. მამამისისგან განსხვავებით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კონსერვატორებსა და რეფორმატორებს, რეაქციონერებსა და პროგრესულებს, ფანატიკოსებსა და პრაგმატისტებს შორის ბალანსს ინარჩუნებდა, მოჯთაბა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის არსს წარმოადგენს.
მოჯთაბას ხელისუფლებაში მოსვლა, პირველ რიგში, რეპრესიული აპარატის გაძლიერებას გამოიწვევს. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში რეჟიმის გადარჩენის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი შიდა ოპოზიცია და ფრაქციალიზმი სასტიკად და წინასწარ ჩახშობილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი, სასტიკი და დესპოტური ზომების გამოყენებით, შესაძლოა უფრო ეფექტური გახდეს ომის დროს მმართველობაში, ის ასევე ნაკლებად მოქნილი გახდება. ირანი ჩრდილოეთ კორეის მოდელს სპარსული სპეციფიკით ახორციელებს: ძალაუფლება სისხლით გადაეცემა, ხოლო იდეოლოგია ხისტ ჩარჩოდ იქცევა, რაც რეფორმებს გამორიცხავს.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოჯთაბას ლეგიტიმაცია ანტიირანული კოალიციის წითელი ხაზია. ისრაელი, თავის მხრივ, ახალ ლიდერს მამამისზე კიდევ უფრო რადიკალურ იდეოლოგად მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს, IRGC-ის სრული მხარდაჭერით, მოჯტაბას შეეძლო ბირთვული იარაღის შემუშავება, როგორც ახლადშექმნილი დინასტიური ძალაუფლების უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.
ასევე დაგაინტერესებთ: ქუვეითელ პილოტს სამი ამერიკული „არწივი“ შეგნებულად ჩამოუგდია?
მიწისქვეშა "სარაკეტო ქალაქები" და "კოღოების ფლოტი" - სად მალავენ შეიარაღებას ირანელები?!
მოჯთაბას აღზევება გააფართოვებს ირანის მთავრობასა და ისრაელს შორის არსებულ გადაულახავ უფსკრულს და დასავლეთის დედაქალაქებთან მყიფე დიპლომატიური არხები, სავარაუდოდ, გაიყინება, რადგან მისი მამისა და ყოფილი ლიდერის მკვლელობა მის შვილს და ახალ ლიდერს აიძულებს, ირანის ძალაუფლების პირამიდის „ქორების“ ფრთაში დაიმკვიდრონ თავი. „ სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს! “ - ირანელი რადიკალების ეს სლოგანი ახალი მთავრობის იდეოლოგიურ პლატფორმად გარდაიქმნება.
წლების განმავლობაში მოჯთაბა მარიონეტულ ძალებთან ურთიერთქმედებას აკონტროლებდა. მისი მოსვლა ნიშნავს, რომ „ჰეზბოლა“, ჰუსიტები და ერაყში შიიტური მილიცია არა მხოლოდ იდეოლოგიურ მხარდაჭერას, არამედ ირანის ახალი უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის სახით, პირდაპირ ლობისტს მიიღებენ-მიაჩნიათ დასავლეთელ ანალიტიკოსებს.
შესაბამისად, პირველ რიგში ისრაელი და აშშ-ც, ირანის ახალი აითოლაზე პირდაპირ „ნადირობას“ იწყებენ, რომ ისიც მამამისის კვალს გაუყოლონ,მ ანამდე კი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და აითოლების რეჟიმის მილიონობით მომხრეს ირანში, გამოუჩნდათ ახალი სულიერი ლიდერი, რომლის გარშემოც ისინი დარაზმვასა და ომის ახალი საბრძოლო შემართებით გაგრძელებას ეცდებიან, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ნეთანიაჰუ-ტრამპის ჩანაფიქრებს „ირანის სწრაფ მორჯულებაზე“ და შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიოც მიიღებს მორიგ, დროში გაწელილ ფართომასშტაბიან ომს, ნავთობზე ფასების კატასტროფულად ზრდის ფონზე...

ფოტო: ირანის,56 წლის ახალი აითოლა მოჯთაბა ხამენეი,ისრაელსა და აშშ-ებთან კაპიტულაციას არ აპირებს და ახალი ძალებით ერთვება მათთან დიდ ომში...

ფოტო: მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევის საზეიმოდ აღსანიშნავად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ზალპი გაუშვა,რაკეტების კორპუსზე კი ეწერა- „თქვენს სამსახურში, სეიედ მოჯთაბა“...