“მზეს ვერ ვხედავთ, საშინელი კვამლია...“ - რას ჰყვებიან ირანელები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ნავთობის საცავების დაბომბვის შემდეგ (ფოტო/ვიდეო)
ისრაელის განცხადებით, დასავლეთ და ცენტრალურ ირანში ბოლო დროს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 400-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნეებს შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები და იარაღის წარმოების ობიექტები იყო.
- დარტყმები განხორციელდა დედაქალაქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, რომელშიც ჩანს ცეცხლის ალში გახვეული თეირანი, ქუჩებში კი ცეცხლის მდინარეები მიედინება.

ხანძარი იყო შაჰრანის უბანში, კუჰსარის ბულვარში, სადაც, სავარაუდოდ ბომბი დაახლოებით 2 კილომეტრის (1.2 მილის) დაშორებით ნავთობის საწყობს მოხვდა. უცნობია, ერთმანეთთან კავშირშია თუ არა ეს ორი ინციდენტი.
- ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა BBC-ს დაბომბვის შედეგების შესახებ მოუთხრეს. როგორც ისინი აცხადებენ, ხანძარი ისეთი მასშტაბური იყო, რომ “ღამე დღედ იქცა“