"ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს" - გია ვოლსკი - კვირის პალიტრა

"ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს" - გია ვოლსკი

ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან და ამ „სამსახურისთვის“ ხელფასს იღებენ - სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს, ამით ცხოვრობენ და ამაში ხელფასს იღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირების მხრიდან, უნისონში გაკეთებული განცხადებები ვნახეთ, რომლის მიზანი საკუთარ ქვეყანაზე დარტყმების განხორციელებაა.

„თინა ხიდაშელი რომ თავის განცხადებას უარყოფს, ეს გარკვეული პოზიციაა, რომელიც შეიძლება იმ შემთხვევაში გამოადგეს, თუ გამოძიება უფრო ღრმად დაინტერესდება მის მიერ გაკეთებული განცხადებით და იმ ზარალით, რაც შეიძლება ქვეყანას მიყენებოდა. მან ქვეყანას ზარალი უკვე მიაყენა. ფაქტია, რომ შეკვეთა იყო. ამბობს, რომ გარკვეულ საშიშროებაზე მისი მიზანი ყურადღების მიქცევა იყო და მან გაიგო და გაიმეორა, რომ საქართველოში ტერორისტები მზადდებიან, ეს სიცრუეა. ფაქტია, რომ სცენარი ერთია. ყველაფერი ზედაპირზეა - ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან და ამ "სამსახურისთვის" ხელფასს იღებენ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს, ამით ცხოვრობენ და ამაში ხელფასს იღებენ. ასე მუშაობენ და ეს მათი პროფესია გახდა. უნისონში გაკეთებული განცხადებები ვნახეთ, რომლის მიზანია, საკუთარ ქვეყანაზე დარტყმების განხორციელება, რასაც არანაირი გამართლება არ გააჩნია. რაიმე მტკიცებულებაც რომ არსებობდეს, ვალდებულები არიან, ეს ინფორმაცია შესაბამისს უწყებებს მიაწოდონ. როცა ასეთ განცხადებებს საჯაროდ აკეთებენ, რასაკვირველია, აქ მიზანი სხვაა," - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა