"შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ?" - ალეკო ელისაშვილი
შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ? - ამის კითხვით ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქმის პროკურორს მიმართა.
ელისაშვილის თქმით, მასთან ოჯახის წევრებსაც არ უშვებენ.
„ერთი კითხვა მაქვს, როცა დამაკავეს, ჩემს სახლში ჩხრეკა ჩატარდა, მეუღლის და შვილების ლეპტოპები წაიღეს, როდის დაუბრუნებთ? ჩემს ლეპტოპში ძველი თბილისის ფოტოები მაქვს, არ წამიშალოთ.
ორჯერ ამიკრძალეს დარეკვა ციხიდან, რომ მოწმეებზე ზემოქმედება არ მოვახდინო. მოწმეები არიან მანდატურები, მათთან ჩხუბის კადრები წარმოდგენილია, ზეწოლაც რომ მოვახდინო, იმ კადრებს ხომ ვერ წაშლით?
ციხეში ცოლ-შვილი რომ შემოვიდეს, მოწმეზე ზეწოლა როგორ უნდა მოვახდინო, ტექნიკურად ამიხსენით. ეს არის სადიზმი. ჯერ ხომ ციხეში გამომამწყვდიეთ, გინდოდათ ჩემზე შური გეძიათ? კი ბატონო, ხომ ვზივარ ჩუმად. მკაცრი რეჟიმია, მაგრამ მშვენივრად ვგრძნობ თავს, ეს სადიზმი რა უბედურებაა? შვილებს რომ შევხვდე, რამეს დავაშავებ? ღამე როგორ გძინავთ? რას მიკრძალავთ, შვილების მოფერებას? ნამუსი როგორ არ გაქვთ? სხვა რამე ამიკრძალეთ, ციხეში ვარ",- განაცხადა ელისაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"