"დედას გამო ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს, ვიდრე აქამდე ვუფრთხილდებოდი" - რას ჰყვება ცნობილი ბლოგერი ძმების ტრაგიკულად დაღუპვაზე? - კვირის პალიტრა

"დედას გამო ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს, ვიდრე აქამდე ვუფრთხილდებოდი" - რას ჰყვება ცნობილი ბლოგერი ძმების ტრაგიკულად დაღუპვაზე?

თამაზ ლოხიშვილს სოციალური ქსელიდან ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. თავიდან მხიარული ვიდეოებით გააცნო თავი საზოგადოებას, მერე "პრაიმ ჰაუსში" გამოჩნდა, ახლა კი გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მიჰყავს "სარკასტიკა".

ბლოგერი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას სტუმრობდა. ანონსიდან ვიგებთ, რომ თამაზი მისთვის საკმაოდ მტკივნეულ ამბებზე საუბრობს. ცნობილია, რომ ბლოგერს ბავშვობაში გარდაეცვალა ძმა. ორი წლის წინ კი მისი მეორე ძმა დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში.

"ორი წელი გახდება შემოდგომაზე [მეორე ძმის გარდაცვალებიდან]. არც მქონია იმის განცდა, რომ ვერ ჩამოვა... დედას გამო ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს, ვიდრე აქამდე ვუფრთხილდებოდი. განა იმიტომ, რომ ჩემი თავი მიყვარს, ისე არ მოხდეს, რომ მეც რაღაც დამემართოს..."