"მერილინ მონრო მოკლეს... ის ძალიან საშიში "წყალში ცურავდა" - რას ამბობს ცნობილი მწერალი, რომელიც მსახიობის უკანასკნელ დღეებზე წიგნს გამოსცემს
ცნობილი მწერალი ჯეიმს პეტერსონი ირწმუნება, რომ მერილინ მონრო მოკლეს.
"მსახიობი "ძალიან საშიშ წყალში ცურავდა" - განაცხადა ჯეიმსამა ახალი წიგნის გამოსვლამდე, რომელიც ცნობილი მსახიობის უკანასკნელ დღეებს ეხება.


"მას წარმოუდგენლად ახლო ურთიერთობები ჰქონდა პრეზიდენტ კენედისთან, რობერტ კენედისთან, სინატრასთან, მაფიის გავლენიან ფიგურებთან. ეს ადამიანები ბევრ რამეზე ესაუბრებოდნენ, მერილინი კი ამას იწერდა, ინფორმაციას ფლობდა, რომელიც საკმაოდ სახიფათო იყო" - ამბობს ავტორი.