"მოჯთაბა ხამენეისთვის მილოცვა ბუნებრივია, ეს პროტოკოლურია და ალბათ, აუცილებელიც კი არის, რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე - აშშ-თან ბევრად ღრმა პრობლემებია, რის გადაჭრაზეც გავლენას ვერ მოახდენს, ვის რას მივულოცავთ"
ვფიქრობ, ბუნებრივია [ირაკლი კობახიძის მილოცვა], სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმაც მიულოცეს მოჯთაბა ხამენეის ლიდერად არჩევა - ეს პროტოკოლური მილოცვაა, რაშიც მე რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ლოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძის მერი მოჯთაბა ხამენეისთვის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევის მილოცვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეგიონული კონტექსტიდან და იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ირანთან აქვს, მილოცვა აუცილებელიც კი არის. გააგრძელეთ