"საბას" ელექტრონული წიგნების კითხვა უკვე ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი - კვირის პალიტრა

"საბას" ელექტრონული წიგნების კითხვა უკვე ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი

"საბას" ელექტრონული წიგნების სახლში წიგნების კითხვა უკვე ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი. ეს ახალი ფუნქცია "საბას" მკითხველებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის ელექტრონული წიგნების კითხვას.

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" www.saba.com.ge 3 თვის შეიქმნა და საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო ქართული და უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს - ლიტერატურული პრემია "საბას" სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ასევე სხვა პოპულარულ ბესთსელერებს, ელექტრონული სახით.

www.saba.com.ge-ზე უკვე დევს "საბას" ორიგინალური წამკითხველი შაბა ღეადერ, რომლის გადმოწერაც მომხმარებელს უფასოდ შეუძლია. შაბა ღეადერ-ის ჩამოტვირთვის შემდეგ, საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკა მათთვის უკვე ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომი ხდება!

შაბა ღეადერ მოხერხებული და კომფორტული წამკითხველია, რომელიც სინქრონიზებულია მომხმარებლის მიერ "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში გახსნილ პირად ონლაინ ბიბლიოთეკასთან - ყველა წიგნი, რომელიც შეძენილი გაქვთ, ან ამის შემდეგ შეიძენთ, ავტომატურად განთავსდება შაბა ღეადერ-ში თქვენს ვირტუალურ თაროზე და  მათ წაკითხვას შეძლებთ ნებისმიერ ადგილას, ინტერნეტის გარეშე, პირადი კომპიუტერის ან ლეპტოპის საშუალებით.

სულ მალე "საბას" ელექტრონული წიგნების სახლი ანალოგიური სიახლეს იPჰონე და იPად-ისთვისაც გეგმავს.

R