50 წლის გალკინის ახალ იმიჯზე ატეხილ აჟიოტაჟს, 76 წლის ალა პუგაჩოვას გამოჩენამ მოუღო ბოლო - კვირის პალიტრა

50 წლის გალკინის ახალ იმიჯზე ატეხილ აჟიოტაჟს, 76 წლის ალა პუგაჩოვას გამოჩენამ მოუღო ბოლო

რამდენიმე დღეა, რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი ცნობილ ფრანგულ კურორტ კურშეველიდან აქვეყნებს ფოტოებს და მისი ყველა მორიგი ფოტოსესია დიდი მოწონებით სარგებლობს. სოციალურ ქსელში მისი გამომწერები აღნიშნავენ, რომ ახალი იმიჯი მას ძალიან უხდება.

მაქსიმმა მოულოდნელად შეიცვალა იმიჯი, თითქოს დრო უკან დააბრუნა. ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც ადრე კომიკოსს მხოლოდ ირონიულ წამყვანად აღიქვამდნენ, ახლა სერიოზულად განიხილავენ მის გარეგნობას. ახალმა ფოტოებმა თავისი საქმე გააკეთეს: მოწესრიგებულმა წვერმა, ტონუსში მოყვანილმა ფიგურამ და თავდაჯერებულმა მზერამ მაქსიმი ნამდვილ „სექსუალურ კაცად“ აქცია და ქალთა არმია გაააქტიურა მის გვერდზე სოციალურ ქსელში.

galkin

დაიწყო საუბრები იმაზე, გაიკეთა თუ არა რამე 50 წლის გალკინმა. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ მას ენდოსკოპიური სახის ლიფტინგი აქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან დელიკატურად ტარდება: სახის გამომეტყველება შენარჩუნებულია, ნაოჭები ბუნებრივად გამოიყურება და კანი არ არის „დაჭიმული“.

განაგრძეთ კითხვა და ფოტოების დათვალიერება