რა ახალ დეტალებზე წერს იტალიური მედია 2 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისში იყიდეს და იტალიაში წაიყვანეს? - კვირის პალიტრა

რა ახალ დეტალებზე წერს იტალიური მედია 2 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისში იყიდეს და იტალიაში წაიყვანეს?

  • ბავ­შვის ფოტო, რო­მელ­საც იტა­ლი­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს და ჩვენც ვი­ყე­ნებთ, არ არის რე­ა­ლუ­რი, ის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბით არის შექ­მნი­ლი.

გუ­შინ, ambebi.ge-ზე იტა­ლი­ურ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, შო­კის­მომ­გვრე­ლი ის­ტო­რია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც გიყ­ვე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იტა­ლი­ელ­მა კაც­მა იშ­ვი­ლა და ქვეყ­ნი­დან გა­იყ­ვა­ნა. ორი წლის შემ­დეგ კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "მარ­ტო­ხე­ლა მა­მას“ მი­ა­კი­თხეს და ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. "ნი­კო­ლის საქ­მე­ზე“ ვაგ­რძე­ლებთ სკან­და­ლუ­რი ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას.

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან იტა­ლი­ა­ში ჩაყ­ვა­ნი­ლი ჩვი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რომ­ლის "მა­მაც“ სი­ნამ­დვი­ლე­ში უცხო პირი აღ­მოჩ­ნდა, იტა­ლი­ურ­მა მე­დი­ამ მოვ­ლე­ნე­ბის ზუს­ტი ქრო­ნო­ლო­გია აღად­გი­ნა. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლი იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო­ში და რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად 2023 წლის ივ­ლის­ში?

  • გო­გო­ნა მწვა­ნე ფურ­გონ­ში

იტა­ლი­ის პრო­ვინ­ცია ტუ­რინ­ში, ვე­რო­ლენ­გოს მყუდ­რო და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც სულ რა­ღაც 1700 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ყვე­ლა­ფე­რი 18 თვის წინ და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში მწვა­ნე ფურ­გო­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, გვერ­დით კი პა­ტა­რა გო­გო­ნა ეჯდა. კაცი ყვე­ლას ეუბ­ნე­ბო­და, რომ ნი­კო­ლი მისი შვი­ლი იყო. "ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვია... მას მშვი­დად სძი­ნავს, აი, მე კი - ვერა“, - უყ­ვე­ბო­და ის ად­გი­ლობ­რი­ვებს.

სახ­ლი, სა­დაც მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და რო­დე­საც დე­დის შე­სა­ხებ ეკი­თხე­ბოდ­ნენ, პა­სუ­ხე­ბი ყო­ველ­თვის ბუნ­დო­ვა­ნი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი იყო: ხან ამ­ბობ­და, რომ ცოლი ყა­ზა­ხეთ­ში ჰყავ­და და მალე ჩა­მო­ვი­დო­და, ხან კი იგო­ნებ­და, რომ ქალი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო ვერ ახერ­ხებ­და ჩა­მოს­ვლას.

იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით კი, სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­ტა­რა ნი­კო­ლი 2023 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და მას შემ­დეგ ყა­ზა­ხი დედა თვა­ლით არა­ვის უნა­ხავს.

  • იდე­ა­ლუ­რი ფა­სა­დი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა

გა­რე­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩან­და: მა­მა­კა­ცი ყი­დუ­ლობ­და სა­ფე­ნებს, ბავ­შვის საკ­ვებს, სა­თა­მა­შო­ებს. მე­ზობ­ლე­ბი ხე­დავ­დნენ, რო­გორ ატა­რებ­და პა­ტა­რას კენ­გუ­რუ­თი და ეფე­რე­ბო­და კი­დეც. თუმ­ცა, რო­დე­საც 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში მის სახ­ლში კა­რა­ბი­ნე­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი მი­ვიდ­ნენ, სრუ­ლი­ად სხვა სუ­რა­თი დახ­ვდათ.

სახ­ლი, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ, ნამ­დვილ ნა­გავ­საყ­რელს ჰგავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ნი­კოლს სა­კუ­თა­რი ოთა­ხი და სა­წო­ლი ჰქონ­და, გა­ირ­კვა, რომ მას იქ არას­დროს სძი­ნე­ბია. ბავ­შვი ღა­მეს ია­ტაკ­ზე, და­გე­ბულ საბ­ნებ­ზე ათე­ნებ­და. ეს მა­შინ და­დას­ტურ­და, რო­დე­საც გო­გო­ნა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს - ნი­კო­ლი მხო­ლოდ მა­შინ იძი­ნებ­და, როცა ია­ტაკ­ზე აწ­ვენ­დნენ.

sacxovrebeli-43859-1773147988.webp

ფოტო: სახ­ლი, სა­დაც მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბავ­შვს ფსი­ქო-ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფერ­ხე­ბა ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნას აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, "მა­მას“ პე­დი­ატრთან გეგ­მურ შე­მოწ­მე­ბა­ზე არა­სო­დეს მიჰ­ყავ­და.

დნმ-ის ტეს­ტი და "დარკნე­თის" კვა­ლიმას მერე, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­მა­კაცს დნმ-ის ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა აი­ძუ­ლა (რა­ზეც ის მა­ნამ­დე კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დებ­და), ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა - კაცი ნი­კო­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ აღ­მოჩ­ნდა.

გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით,გო­გო­ნა ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბის მსხვერ­პლია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მა­მა­კა­ცის კომ­პი­უ­ტე­რი და ტე­ლე­ფო­ნე­ბი ამო­ი­ღეს. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ბავ­შვი "დარკნე­თის" შავ ბა­ზარ­ზე შე­ი­ძი­ნეს.

განაგრძეთ კითხვა