"რუსეთი საქრათველოს ტერიტორიაზე სამ სახელმწიფოს ცნობს _ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლის წრმომადგენელი იქნება ეს აბაშიძე?" - კვირის პალიტრა

"რუსეთი საქრათველოს ტერიტორიაზე სამ სახელმწიფოს ცნობს _ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლის წრმომადგენელი იქნება ეს აბაშიძე?"

ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის პროცესი საკმაოდ ხმაურიანად და რთულად მიმდინარეობს. გვესაუბრება საპარალმენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია.

- ბატონო შოთა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ბოლო შეკრება ძალიან დიდი ხმაურითა და დაპირისპირებით წარიმართა…

- თუ დამიჯერებთ, ნაცემი ვარ (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ჭორებს. დიახ, ჩვენ ვიკრიბებით, ხან პარლამენტში, ხან პარტიის ოფისში, ვსაუბრობთ არაერთ საკითხზე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ამ არჩვენების შემდეგ ერთიორად შევკავშირდით.

- ბოლო ხანს ძალიან გახშირდა დევნილთა ამა თუ იმ სახელმწიფო შენობაში შეჭრის ფაქტები, "ქართულ ოცნებაში" ეჭვობენ, რომ ეს შასაძლოა "ნაცინალური მოძრაობის" რიგი წარმომადგენლების მიერ იყოს ინსპირირებული, რათა ახალ ხელისუფლებას შეექმნას პრობლემები…

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში მარტო დევნილები არ მონაწილეობენ, ამა თუ იმ შენობაში შეიჭრნენ სოციალურად დაუცველი ადამიანებიც. როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემებია ციხეებშიც და ასევე გახშირდა კრიმინალური ფაქტებიც. ჩვენ რა შუაში ვართ, არ ვიცი, როგორც ჩანს, სიტუაციის მართვა უჭირს ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს დროებითია. საქმე ისაა, რომ საარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" ისეთი დაპირებები დაარიგა, ადამიანების ნაწილს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ეს ყველა დაპირებული სიკეთე არჩევნების მეორე დღესვე უნდა მიეღოთ. ეს, რა თქმა უნდა, წარმოდგენელია. მე საერთოდაც შეუსრულებელი მგონია ყველა ის დაპირება და ბიძინა ივნიშვილს ვუთხარი კიდეც უმცირესობასთან შეხვედრისას.

- ანუ არ არსებობს ქვეყანაში საფუძველი ეჭვისთვის, რომ ძველი ხელისუფლება ახალი ხელისუფლებისთვის ეკონომიკური საბოტაჟის შექმნით იყოს დაინტერესებული?

- გიმეორებთ, ჩვენ უპირველესად დაინტერესებულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურ ფარგლებში წარიმართოს. ეს იყო ჩვეულებრივი არჩევნები და არა - ომი. მათ სწორედ არჩევნები მოიგეს, ახლა კი სახელმწიფოს შენებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა რევანშისტული განწყობები და ქმედებები.

- თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდს თუ გავიხსენებთ, მიმდინარე პროცესები ძალიან რადიკალური იყო, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მტრად აცხადებდით იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია…

- ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინცდამაინც ცალმხრივი დამოკიდებულბა იყო და პროცესის პოლარიზაციას მხოლოდ ჩვენ შევუწყვეთ ხელი. ეს ხდებოდა ორმხრივად. ჩვენ ახლაც ვაცხადებთ, რომ ღირებულებით, სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ და "ქართულ ოცნებას" გვაქვს სერიოზული წინააღმდეგობები. მაგალითად, მე ვკითხე ივანიშვილს და არ მიპასუხა, ამიტომ ახლაც ვეკითხები: ისევ აპირებს მისი რეინტეგრაციის მინისტრი კონფლიქტის მხარეებად ცნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი? ისევ აპირებენ ამ კოალიციის წევრები, კვლავაც ილაპარაკონ იმაზე, რომ 2008 წელს ომი საქრათველომ დაიწყო? ამგვარი ლაპარაკით ეს ხალხი საფუძველს აძლევს რუსეთს, რომ მათი შემოჭრა და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა, გამართლდეს.

- რა აზრის ხართ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინიტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დანიშვნაზე?

- პირადად მე ნაკლებად მჯერა, რომ რომელიმე ერთი წარმომადგენელი ამ პრობლემას გადაწყვეტს. ეს უნდა გადაწყდეს საერთაშორისო კომპონენტის გამოყენებით, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ვგულისხმობ, ამ პროცესში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვას, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ არაერთი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ოკუპანტად არის აღიარებული. არ ვიცი ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან შექმნილი პრობლემები ერთი ერთზე სხვათა დაუხმარებლად მოაგვარა, ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა, აბაშიძეს დანიშნავენ თუ სხვა ვინმეს, არა მგონია, ამან შედეგი გამოიღოს. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სამ სახელმწიფოს ცნობს - საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლის წრმომადგენელი იქნება ეს აბაშიძე?

- რას იტყვით იმაზე, რომ სავარაუდოდ, პარლამენტი ისევ დაუბრუნდება დედაქალაქს, ასევე დეპუტატთა ნაწილი ქუთაისში პარლამენტის მშნებლობის შესწავალსაც ითხოვს.

- ესეც ერთგვარი ძალადობაა. უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება გადატანის თაობაზე მიღებულია საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ ამის შესაცვლელადაც ასეთივე უმრავლესობაა საჭირო, რაც "ქართულ ოცნებას" პარლამენტში არ ჰყავს. ამიტომ ვამბობთ, რომ სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენს დეპუტატებზე. ჩვენ თუ ვაპირებთ საქართველოს დეცენტრალიზაციას, ამის ერთ-ერთი გზა სწორედ ქუთაისში პარლამენტის არსებობაა, რომელიც სულ სხვა ფუქნციას სძენს ამ ქალაქს. ქუთაისში პარლამენტის ყოფნა, პირადად მე, ნამდვილად მიქმნის დისკომფორტს, ოჯახი თბილისშია, მე კი სულ გზაში ვარ, მაგრამ ჩემი პირადი დისკომფორტიდან ხომ არ გამომდინარეობს სახელმწიფოს მოწყობა? ეს ახალი შენობა უნიკალურია, მარტო საკონფერენციო დარბაზია რვა, წინაში იყო მხოლოდ ორი და საკომიტეტო სხდომების გასამართავად რიგი იდგა. ამ შენობაში კი დეპუტატებისთვისაც და აპარატისთვისაც ძალიან მოსახრეხებლი სამუშაო პირობებია.

- თუმცა წვიმისას შენობაში ჩავიდა წყალი, არებობს სხვა პრობლემებიც…

- (მაწყვეტინებს) ცხადია, შენობა არ არის დასასრულებელი, ფაქტობრივად, ისევ ტესტირების რეჟიმშია. მისი დასრულება კი პრობლემა ნამდვილად არ არის, რადგან მშენებლობის ვალდებულება კონკრეტულ ფირმას აქვს აღებული და ის მიიყვანს საქმეს ბოლომდე. როცა დასრულდება, სრულყოფილი შენობა იქნება.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)