კოშმარი: შვეიცარიაში ავტობუსის მგზავრმა თავი დაიწვა - დაღუპულია 6 ადამიანი - კვირის პალიტრა

კოშმარი: შვეიცარიაში ავტობუსის მგზავრმა თავი დაიწვა - დაღუპულია 6 ადამიანი

შვეიცარიაში ავტობუსში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა - პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მგზავრმა თავი დაიწვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა შვეიცარიის ქალაქ კერცერსში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, ერთ-ერთმა მგზავრმა საწვავი გადაისხა და თავი დაიწვა.

ავტობუსში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"