"ზურაბ მენთეშაშვილი იმყოფება საკანში, სადაც არის სიბინძურე, არ აქვს ჰიგიენის საშუალებები, არაადამიანურ პირობებშია" - რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტისთვის დაკავებულის ადვოკატი
რუსთაველის გამზირზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი, ჯანო ჭკადუა განმარტავს, თუ რა პირობებში უწევს მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილს კვლავ აგრძელებს, რის გამოც, მას არ აქვს ციხეში შესაბამისი პირობები.
„გლდანის ციხეში ის იმყოფებოდა ერთ-ერთ საკანში, მეორე სართულზე, სადაც იყო ტარაკნები. მოხდა დეზინფექცია, აღნიშნული საკნის შეწამვლა. შეწამვლიდან ორ საათში შეასახლეს, რის გამოც, რა თქმა უნდა, იყო სპეციფიკური სუნი და მოუწია ამ ვითარებაში ყოფნა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს სხვა საკანში, ანუ ე.წ. კარცერში, სადაც ასევე დახვდა დიდი სიბინძურე, ტარაკნებიც იყო. არ აქვს პირსახოცი, ჰიგიენური საშუალები, ჯაგრისი, ხელის დასაბანი საშუალება. არ აქვს იმის საშუალება, რომ საკანი დაასუფთაოს და ამ არაადამიანურ პირობებში უწევს ყოფნა. მისი განმარტებით, ეს არის იმის გამო, რომ შიმშილობს და არ შეუწყვეტია. მისი შიმშილობის ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ შიგნით ამ ფორმით განაგრძოს პროტესტი, რომელიც მას გარეთ ჰქონდა “,- განაცხადა ჯანო ჭკადუამ.
"ინტერპრესნიუსი"