მძიმე დღე დუბაიში - დრონებმა აეროპორტს დაარტყეს - კვირის პალიტრა

მძიმე დღე დუბაიში - დრონებმა აეროპორტს დაარტყეს

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ორი დრონის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი დუბაის მთავრობის მედია ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან ინდოეთის, განის რესპუბლიკის და ბანგლადეშის მოქალაქეები.

დუბაის მთავრობის მედია ოფისის ცნობით, საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"