„გუშინ ღამით სრულ სიბნელეში ვიჯექი. დენი გაითიშა და წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა... მთელი ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება გაქრა" - რას ჰყვება რიგითი მოსახლეობა ქალაქებზე, რომელიც ყოველდღიურად იბომბება
აშშ-სა და ისრაელის მხრიდან მიმდინარე თავდასხმების ფონზე, ირანის მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფა საგრძნობლად გაუარესდა. როგორც ქალაქ კარაჯის მაცხოვრებლები BBC-თან ჰყვებიან, 10 დღეზე მეტია, რაც არ უძინიათ, აფეთქებები კი „ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ“ ხდება.
სამშაბათს ღამით მათი ქალაქი განსაკუთრებულად დაიბომბა, რასაც ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.
- „გუშინ ღამით სრულ სიბნელეში ვიჯექი. დენი გაითიშა და წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა“, - თქვა დედაქალაქის 30 წლის მკვიდრმა.
ელექტროენერგიის ხანმოკლე გათიშვა და ძაბვის მატება პერიოდულად ხდება სხვადასხვა რაიონში. ზოგი ამბობს, რომ ყველაზე დამღლელი არა თავად აფეთქებებია, არამედ მეტის მოლოდინი.

„დღეს დრონები ჩვენს მახლობლად ქუჩაში დავარდნენ. უბრალოდ ძილი მინდა...“ - აღიარებს თეირანის ახალგაზრდა მაცხოვრებელი.
დედაქალაქის კიდევ ერთი მაცხოვრებელი სიტუაციას ასე აღწერს: „ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. მაგრამ რაკეტები ყოველდღე უფრო და უფრო გვიახლოვდება“.